“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ნემანია ვიდიჩი მომდევნო სეზონიდან მილანის “ინტერის” ღირსებას დაიცავს. “ნერაძურის” “ტვიტერის” ოფიციალური გვერდის ცნობით, სერბმა იტალიელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ის ძალაში 2014-2015 წლების სეზონიდან შევა.
მიმდინარე სეზონის ბოლოს, ვეტერან უკანახაზელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, “ინტერს” მის სანაცვლოდ თანხის გადახდა არ მოუწევს. სავარაუდოდ, ვიდიჩის წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება. “მანჩესტერში”, მისი ჯამაგირი წლიური 5 მილიონი ევროა.
ცნობისათვის, ვიდიჩი “მანჩესტერში” მერვე სეზონს ატარებს.