ფეხბურთი

17:20 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტონი “ვერონაში” ითამაშებს

36 წლის იტალიელი თავდამსხმელი ლუკა ტონი, როგორც მოსალოდნელი იყო, კარიერას “ვერონაში” განაგრძობს.

ვეტერანი ფეხბურთელი რომ ვერონელთა რიგებში ჩაირიცხებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა. დღეს, “ლურჯ-ყვითლებმა” დაადასტურეს, რომ ტონისთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ლუკა ტონი გასულ სეზონში “ფიორენტინაში” თამაშობდა. ფლორენციელთა მაისურით ჩატარებულ 28 თამაშში მან 8 გოლი გაიტანა.

0.115806