ფრანგულმა “მონაკომ” ლონდონის “ფულემიდან” ჰოლანდიელი მეკარე - მაარტენ სტეკელენბურგი დაიმატა.
სტეკელენბურგმა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. იგი ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დანიელ სუბაშიჩს გაეჯიბრება.
“მონაკოში” გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ და ამ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯები. მიყვარს, როდესაც კარიდან გამოვდივარ და თანაგუნდელებს ვეხმარები.” – განაცხადა ჰოლანდიელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
გასულ სეზონში, მაარტენმა “ფულემის” შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაუშვა.
ლევან გოგოტიშვილი