ფეხბურთი

19:32 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სოლდადო “ტოტენჰემის” ფეხბურთელია

ტრანსფერი, რომლის შესახებაც ინფორმაცია გავრცელებული აქამდეც იყო, დღეს ოფიციალურად განხორციელდა – რობერტო სოლდადო “ტოტენჰემის” ფეხბურთელია.

ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.

გარიგების დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, “ტოტენჰემმა” “ვალენსიას” 30 მილიონი ევრო გადაუხადა და ფეხბურთელს წლიური ხელფასი 3.4 მილიონი ევრო დაუნიშნა.

რობერტო სოლდადო “ვალენსიაში” 2010-13 წლებში თამაშობდა. 3 სეზონის განმავლობაში, “ღამურების” მაისურით ჩატარებულ 141 თამაშში მან 81 გოლი გაიტანა.

 

0.121698