ფეხბურთი

19:32 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად – შელვი “სუონსიში” ითამაშებს

21 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯონჯო შელვი კარიერას “სუონსიში” განაგრძობს. უელსურმა კლუბმა მისი ტრანსფერი დაადასტურა.

ოფიციალური ინფორმაციით, “სუონსიმ” “ლივერპულს” 5 მილიონი ფუნტი გადაუხადა და შელვისთან 4-წლიანი კონტრატი გააფორმა.

ჯონჯო შელვი “ლივერპულში” 2010-13 წლებში თამაშობდა. გასული სეზონის დასაწყისში, მას თამაში ხშირად უწევდა, მაგრამ მე-2 ნახევარში, ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამს დაეჩვია. “ლივერპულის” რიგებში ჩატარებულ 70 თამაშში შელვიმ 7 გოლი გაიტანა.

0.109082