ფეხბურთი

0:10 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: როხო “მანჩესტერში”, ნანი “სპორტინგში”

24 წლის არგენტინელი უნივერსალი მცველის, მარკო როხოს “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერი დასრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” “სპორტინგს” 20 მილიონი ევრო გადაუხადეს და პორტუგალიურ კლუბში ლუიშ ნანი არენდით გაუშვეს.

“მანჩესტერი” 20 მილიონს სამ ეტაპად, 2015 წლის ივლისამდე გადაიხდის. ამ თანხიდან 4 მილიონი ევრო როხოს ყოფილ კლუბს, მოსკოვის “სპარტაკს” შეხვდება. თუ “მანჩესტერი” ფეხბურთელს 22 მილიონ ევროზე ძვირად გაყიდის, “სპორტინგი” სატრანსფერო თანხის 20%-ს მიიღებს.

რაც შეეხება ნანის – ის ერთი წლით თავის ყოფილ კლუბს უბრუნდება, ხოლო ფეხბურთელის ხელფასს კვლავ “მანჩესტერი” გადაიხდის.

0.117986