“ვერონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი რომულო წელიწადიანი იჯარით ტურინის “იუვენტუსში” იასპარეზებს. ამ ინფორმაციას ტურინელები ოფიციალურად ადასტურებენ.
იჯარის სანაცვლოდ, “ვერონა” “იუვენტუსისგან” მილიონ ევროს მიიღებს. წელიწადის შემდეგ, ტურინელებს ბრაზილიელის გამოსყიდვა 6 მილიონ ევროდ შეეძლებათ. თუკი რომულო ტურინელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების 60%-ს ჩაატარებს, “იუვენტუსისთვის” მისი გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.
ცნობისათვის, 27 წლის რომულომ გასულ სეზონში “ვერონას” ღირსება 33 მატჩში დაიცვა და 6 გოლის ავტორი გახდა.