"ვერონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის რომულოს აგენტმა ალექს ფირმინიომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 27 წლის ნახევარმცველი ხვალ, ტურინის "იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას "ბებერი ქალბატონის" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტაც ადასტურებს.
"იუვენტუსთან" შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. მოხარულები ვართ ტრანსფერით და "ვერონას" მადლობას ვუხდით. ხვალ ტურინში ჩავფრინდებით და ხელშეკრულებას გავაფორმებთ. რომულოს უკვე ველაპარაკე და იგი ძალიან ბედნიერია, რომ "იუვენტუსისნაირ" დიდ კლუბში თამაშის შანსი მიეცა" - განაცხადა ფირმინიომ.
"ხვალ, რომულო "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება. ფეხბურთელის აგენტი ტურინში ჩამოფრინდება და ტრანსფერს განვახორციელებთ." - განაცხადა მორატამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელები რომულოს ინათხოვრებენ, თუმცა აგრეთვე მოსალოდნელია, რომ "იუვენტუსმა" ბრაზილიელი ფეხბურთელი ოფიციალურად გაიფორმოს და მის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გასულ სეზონში რომულომ 33 მატჩი ჩაატარა და 6 გატანილ გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე