ფეხბურთი

21:14 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად – “რომას” რუდი გარსია გაწვრთნის

იტალიურმა “რომამ” დაადასტურა, რომ 49 წლის ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსია “ჯალოროსის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

“რომას” ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორწლიან კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. შედეგად, გარსია “რომას” პირველი ფრანგი დამრიგებელი გახდება.

რუდი გარსია, აქამდე, “ლილს” წვრთნიდა. 2010-11 წლების სეზონში, მან გუნდს ლიგა ერთი და საფრანგეთის თასი მოაგებინა. თუმცა, გასულ სეზონში მე-6 ადგილის დაკავების შემდეგ, გარსიამ გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113827