ფეხბურთი

12:32 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობინიო "სანტოსში" ითამაშებს

 

"მილანის" თავდამსხმელი რობინიო, ერთწლიანი განათხოვრების წესით "სანტოსში" ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 30 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა "სანტოსში" დაიწყო. რობინიო მშობლიურ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"სანტოსი" ჩემი სახლია. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, იმ კლუბში, საიდანაც კარიერა დავიწყე. მინდა "სანტოსმა" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს და გულშემატკივრები გავახაროთ." - განაცხადა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა.

რობინიო "სანტოსში" უკვე მეორედ დაბრუნდა. 2010 წლის იანვარში, ბრაზილიელი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში, ნახევარი სეზონით, "მანჩესტერ სიტიმ" გაანათხოვრა.

გასულ სეზონში რობინიომ "მილანის" მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა და 5 გატანილ გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

თეგებირობინიო
0.115717