ფეხბურთი

22:16 | 20.05.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" მოურინიო დაითხოვა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

რაც აქამდეც ცნობილი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა. მადრიდის დროით 20 საათზე, ფლორენტინო პერესმა პრესკონფერენცია მოიწვია, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. “რეალის” პრეზიდენტის განცხადების თანახმად, 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, მოურინიო “რეალს” დატოვებს.

პრეზიდენტის განცხადებით, “რეალის” მომავალი მწვრთნელის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ კლუბი ამ მიმართულებით მუშაობს.

“რეალში” გატარებული 3 წლის განმავლობაში, ჟოზე მოურინიომ თითოჯერ ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

პორტუგალიელი, დიდი ალბათობით, ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდება, სადაც ის 2004-07 წლებში მუშაობდა.

პერსკონფერენციის დროს, პერესმა ასევე გაახმაურა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. “რეალის” პრეზიდენტობისთვის ბრძოლა 16 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას თავად პერესიც მიიღებს.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:41 | 20.06.2015
BATIGOLI 9. (4375)

ეს უშველით ვითომ?

22:16 | 19.06.2015
Tornike Jincharadze (9)

მაგარი ჯიგრები ხართ იუვეს ფანები მილანმა სერია ა და იუვემ ლიგა რო მოიგოს კაი იქნება. მარა ჯერ მთავარია გავძლიერდეთ კიდე.ეს არაა ჯერ ჩვენი თუ ვიყიდეთ ამას პლუს 1 კარგი ნახევარმცველი და 2 ძლიერი ცენტრალური მცველი დაგვხატავს + იბრა და ეგაა ძაან მაგარი გუნდი გვეყოლება

21:17 | 19.06.2015
meleksa (1841)

ერთი საყრდენი ნახევარმცველიც ბარემ.

21:05 | 19.06.2015
იკა..იუვე..10 (4132)

აეე რა მაგარია.. ბრავო მილან.. ძალიან მაგარი ფეხბურთელია ეს !!! მომავალ წელს სერია A მინდა რო მილანმა მოიგოს

21:06 | 19.06.2015
იკა..იუვე..10 (4132)

ცოტა მოსაბეზრებელია სულ იუვე რო იგებს, მუღამი აღარ მაქვს მთელი აზარტით ვეღარ ვგულშემატკივრობ

20:30 | 19.06.2015
Akaki Tyemaladze (3)

როგორც ვიცი, კლუბთან არის შეთანხმებული და არა კონდოგბიასთან

18:11 | 19.06.2015
ika_juve (1742)

ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მცველია იტალიაში დარწმუნბული ვარ და ჯობია სანსი მიცენ ნელნელა

16:53 | 19.06.2015
shotai-olimpi (2773)

მიდი გალიანი ფული გაქვს და ამუშავდი მცველები გვჭირდება ძალიან!!!

16:52 | 19.06.2015
FC Barcelona 2015 (734)

ბრავო, ბრავო: ჯექსონ მარტინესი, კონდოგბია, ჰუმელსი თუ ასე გააგრძელეს მომავალ ლიგაზევე უკვე ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტები იქნებიან

16:37 | 19.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

მცველი და ნახევარმცველია საჭირო,პლიუს შემტევი კრაიშნიკები და ეგაა რა,ლიგაზე გავალთ და შემდეგ ზაფხულს სერიოზული ტრანსფერებია საჭირო

16:24 | 19.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

კაია სანამ ლიგაზე გავალთ გამოგვადგება

15:44 | 19.06.2015
milllllani (67)

ვბრუნდებით როგორც იქნა

15:40 | 19.06.2015
რენე ფერეირა (6798)

Milani ixodeba rogorc chans albat oqriashvilis saocnebo gundi roa ar ician tu ara masac daimateben

15:39 | 19.06.2015
sabonis (9584)

პირველი შენაძენიო? აბა პორუს ფეხბურთელი შეიძინაო? არა რა სანა მილანის ფორმაში მოედანზე გამოსულს არ დავინახავ მანამ არავის ტრანსფერს არ დავიჯერება.DD

15:44 | 19.06.2015
alejandro (44439)

ჯერ ოფიციალური პრეზენტაცია ხომ არ ყოფილა? ალბათ მაგიტომ

15:40 | 19.06.2015
sabonis (9584)

პორტუს.

15:32 | 19.06.2015
italiafun-juventino (12319)

ძალიან კარგი

0.062279