ლონდონის “ტოტენჰემმა” ბრაზილიური “კორინთიანსისგან” ნახევარმცველი პაულინიო შეიძინა. ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ტრანსფერი 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.
“ტოტენჰემთან” კონტრაქტის გაფორმებით ოდნავ აღელვებული ვარ. ეს უდიდესი სიამოვნებაა. გარდა ამისა, ჩემს კარიერაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. “ტოტენჰემი” დიდი კლუბია”, - განაცხადა 24 წლის ბრაზილიელმა.
ცნობისათვის, პაულინიოს “კორინთიანსის” მაისურით 167 მატჩი აქვს ჩატარებული და 34 გოლის ავტორია. ნახევარმცველი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევა.