ესპანური “მალაგა” მექსიკის ეროვნული ნაკრების მეკარით – გილერმო ოჩოათი გაძლიერდა. ამ ინფორმაციას ანდალუსიელები ოფიციალურად ადასტურებენ.
ოჩოას ფრანგულ “აიაჩოსთან” კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. ამგვარად, “მალაგამ” გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდო. მექსიკელმა ანდალუსიელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ოჩოას ფრანგული და ინგლისური კლუბებისგან ჰქონდა წინადადებები. საბოლოოდ, მექსიკელმა არჩევანი “მალაგაზე” შეაჩერა.