ფეხბურთი

15:11 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მატიე “ბარსელონას” ფეხბურთელია

კატალონიის “ბარსელონამ” და “ვალენსიამ” ჟერემი მატიეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს. კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მომდევნო სეზონიდან, 30 წლის ფრანგი “კამპ ნოუზე” იასპარეზებს.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკანასკნელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მცველის სანაცვლოდ, “ვალენსიამ” “ბარსელონასგან” 20 მილიონი ევრო მიიღო.

ჯერჯერობით, მატიეს პირადი კონტრაქტის დეტალები, უცნობია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122196