ფეხბურთი

1:45 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაცარი “ნაპოლიდან” წავიდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ვალტერ მაცარიმ “ნაპოლიდან” წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

ცნობილი იყო, რომ 51 წლის სპეციალისტი თავის მომავალს ნათელს “რომასთან” მატჩის შემდეგ მოჰფენდა. იმის გათვალისწინებით, რომ მაცარის კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებდა, მოსალოდნელი იყო, რომ ის “ნაპოლიდან” წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა. ასეც მოხდა.

“მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. “ნაპოლიში” ჩემი დრო ამოიწურა. გადაწყვეტილება აქამდეც მიღებული მქონდა. პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი რიკარდი ბიგონი ჩემს გადარწმუნებას ბოლო წუთამდე ცდილობდნენ, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი.” – განაცხადა ვალტერ მაცარიმ “რომასთან” 1:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ.

ვალტერ მაცარის სახელს “რომას”, “ინტერსა” და “ანჟის” უკავშირებენ. საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ის შემდეგს აცხადებს: “ნაპოლის” პატივისცემის ნიშნად, სხვა გუნდებზე საუბარი არ მსურს. რა თქმა უნდა, ჩემი აგენტი უსაქმოდ არაა, რადგან მას ერთი წლის წინათ ვუთხარი, რომ გუნდის გამოცვლა გამორიცხული არ იყო.”

მაცარის შესაძლო შემცვლელთა შორის რობერტო დი მატეოს, რაფაელ ბენიტესის, მარსელო ბიელსასა და ჯუზეპე სანინოს სახელები სახელდება. “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბი ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით ინფორმაციას თწიტტერ-ის საშუალებით გაავრცელებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116943