ფეხბურთი

11:09 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკაკუ “ევერტონის” ფეხბურთელია

ბელგიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი – რომელუ ლუკაკუ კარიერას “ევერტონში” გააგრძელებს.

ევერტონელთა ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ლივერპულელებს ფეხბურთელის ტრანსფერი 28 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. აღსანიშნავია, რომ ლუკაკუ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბელგიელმა გასული სეზონი იჯარის წესით სწორედ “ევერტონში” გაატარა და 36 შეხვედრაში 16 გოლის გატანა შეძლო.

ლევან გოგოტიშვილი

0.128043