26 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ლუის გუსტავი “ვოლფსბურგის” ფეხბურთელია. გერმანულმა კლუბმა “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა “მგლებთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები, ოფიციალურ დონეზე, არ ხმაურდება. პრესაში აქამდე გავრაცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბაიერნი” 20 მილიონ ევროს მიიღებს.
ლუის გუსტავო “ბაიერნში” 2011-13 წლებში თამაშობდა. მიუნხენური გუნდის მაისურით ჩატარებულ 100 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა. გუსტავომ, “ბაიერნთან” ერთად, ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო.