25 წლის პოლონელი ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი, მომდევნო სეზონიდან, “ბაიერნში” ითამაშებს. მიუნხენურმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ლევანდოვსკი მიუნხენში დღეს იმყოფებოდა, რა დროსაც, პოლონელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2019 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა.
“ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლევანდოვსკი “დორტმუნდში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და მიუნხენს ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში მიაშურებს.
რობერტ ლევანდოვსკი “დორტმუნდში” 2010 წლიდან თამაშობს. გერმანული კლუბის მაისურით მან 163 თამაში ჩაატარა და 91 გოლი გაიტანა.