ფეხბურთი

11:55 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლეანდრო დამიაო “სანტოსში” ითამაშებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისაა და “ინტერნასიონალის” ფორვარდი ლეანდრო დამიაო კარიერას “სანტოსში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას 24 წლის თავდამსხმელის ახალი კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

ჯერჯერობით, გარიგების ფინანსური დეტალები, უცნობია. საგულისხმოა, რომ ბრაზილიელს კარიერის ევროპაში გაგრძელების საკმაოდ საინტერესო ვარიანტები ჰქონდა – მისი გადაბირება “მილანსა” და “ტოტენჰემს” სურდათ.

ცნობისათვის, დამიაომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

 

0.118385