ლონდონის "ტოტენჰემმა" ამსტერდამის "აიაქსისგან" ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი შეიძინა. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
"ტოტენჰემის" "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, დანიელის სანაცვლოდ, ამსტერდამელები 13.5 მილიონ ევროს მიიღებენ. ლონდონელთა ახალწვეულმა ახალი კლუბის მაისურა უკვე მოირგო (იხ.ფოტო).
აღსანიშნავია, რომ ერიქსენს "აიაქსთან" კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურებოდა.