ანტონიო კონტე “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ტურინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი 44 წლის სპეციალისტთან კონტრაქტის გაწყვეტას ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტესა და “იუვენტუსის” წარმომადგენლებს შორის უთანხმოება სატრანსფერო პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. ამის მიუხედავად, გასული სეზონის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კონტე “იუვენტუსში” რჩებოდა. თუმცა, დღეს, მისი გუნდიდან წასვლა დადასტურდა.
ანტონიო კონტე “იუვენტუსს” 2011 წლიდან წვრთნიდა. მან გუნდს 3-ჯერ იტალიის ჩემპიონატი და 2-ჯერ ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა.
44 წლის სპეციალისტი იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება.