ფეხბურთი

22:47 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ინტერმა” სტრამაჩონი მაცარით შეცვალა

როგორც მოსალოდნელი იყო, მილანის “ინტერმა” ანდრეა სტრამაჩონი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად აქამდე “ნაპოლიში” მომუშავე ვალტერ მაცარი დანიშნა.

რამდენიმე დღის წინათ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, მაცარი “ნაპოლის” დატოვებდა. იტალიელის სახელი “ინტერს” დაუკავშირეს, რომელმაც სერია A-ში მე-10 ადგილი დაიკავა. მილანელების მიერ სეზონის ჩაგდება სტრამაჩონის დათხოვნის მიზეზს იძლეოდა და მასიმო მორატიმ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

“ინტერის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ვალტერ მაცარიმ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101445