27 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი როლანდუ, მომდევნო სეზონში, “ინტერში” ითამაშეს. მილანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ფეხბურთელის არენდასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა დაადასტურა.
“პორტუს” საკუთრებაში მყოფმა როლანდუმ, გასული სეზონის მე-2 ნახევარი, “ნაპოლიში” გაატარა. სერია A-ში მან 7-ჯერ ითამაშა.
გავრცელებული ინფორმაციით, არენდის ვადის გასვლის შემდეგ, “ინტერს” პორტუგალიელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.