24 წლის იტალიელი თავდამსხმელი ჩირო იმობილე კარიერას “დორტმუნდში” განაგრძობს. გერმანულმა გუნდმა სერია A-ს გასული გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ცნობილია, რომ იმობილემ “დორტმუნდთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა არ ხმაურდება.
ჩირო იმობილე “ტორინოში” გასულ ზაფხულში გადავიდა. პირველივე სეზონში, სერია A-ში ჩატარებულ 33 თამაშში მან 22 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა.