ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ბერტ ვან მარვეიკმა გერმანული “ჰამბურგი” ჩაიბარა.
“ჰამბურგი” უმწვრთნელოდ დაახლოებით ერთი კვირის წინათ დარჩა, როდესაც “დორტმუნდთან” 2:6 წაგების შემდეგ გუნდიდან ტორსტენ ფინკი გაათავისუფლეს.
პრესაში აქამდე გავრცელებული ცნობით, “ჰამბურგს” ვან მარვეიკი ჩაიბარებდა. ეს ინფორმაცია დღეს დადასტურდა და ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიელმა გერმანელებთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე გააფორმა. მარვეიკის წლიური ანაზღაურება 1.4 მილიონი ევრო იქნება.