ფეხბურთი

23:08 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად – “გალათასარაი” მანჩინიმ ჩაიბარა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის მიერ “გალათასარაის” ჩაბარება ოფიციალურად დადასტურდა.

“გალათასარაი” უმწვრთნელოდ 24 სექტემბერს, მას შემდეგ დარჩა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ ფათიჰ თერიმი დაითხოვა. რაც შეეხება მანჩინის, მისი ბოლო სამუშაო ადგილი “მანჩესტერ სიტი” იყო.

“გალათასარაის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი წლის განმავლობაში, მანჩინი 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო მომდევნო წლიდან, მისი ხელფასი 4.5 მილიონით განისაზღვრება. გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისწინებს ბონუსებს თურქეთის ჩემპიონატში, თურქეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის.

0.118545