ფეხბურთი

21:25 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ეტო’ო “ჩელსისთვის” შეუტევს

ლონდონის “ჩელსიმ” მახაჩყალის “ანჟისგან” ფორვარდი სამუელ ეტო’ო გადაიბირა. “არისტოკრატთა” ოფიციალური საიტის ცნობით, 32 წლის კამერუნელმა კლუბთან წელიწადიანი კონტრაქტი გააფორმა.

“აქ ყოფნა ძალიან მახარებს. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ და ვითამაშებ. ამ გადაწყვეტილებაზე დიდ ხანს არ მიფიქრია. ვხედავდი, რამდენად ძლიერი იყო “ჩელსი”. თანაც, ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა ყოველთვის მომწონდა. როდესაც მასთან დაბრუნების შანსი გამიჩნდა, ბევრი აღარ მიფიქრია”, - ციტირებს აფრიკელის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ეტო’ო მოურინიოს ხელმძღვანელობით მილანის “ინტერში” თამაშობდა.

 

0.138757