ფეხბურთი

19:37 | 15.11.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: ერიკ ტოჰირი “ინტერის” პრეზიდენტია

მილანის “ინტერის” გაყიდვის პროცესი დღეს ოფიციალურად დასრულდა და “ნერაძურის”, ერიკ ტოჰირის სახით, ახალი პრეზიდენტიც ჰყავს.

“ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბის აქციების 70% კომპანია International Sports Capital-მა შეიძინა, რომელსაც ერიკ ტოჰირი, როზან როესლანი და ჰანდი სოეტეჯო ფლობენ. 29.5% მასიმო მორატის საკუთრებაში რჩება, ხოლო დანარჩენი აქციები წვრილ აქციონერებზეა გადანაწილებული.

დღესვე მოხდა კლუბის დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება. “ინტერის” დირექტორთა საბჭო 8 წევრისგან შედგება და ესენი არიან: ერიკ ტოჰირი, როზან როესლანი, ჰანდი სოეტეჯო, ტომას შრევე, ჰიოი ისენტა, ანჯელომარიო მორატი, რინალდო გელფი და ალბერტო მანცონეტო. აქამდე იყო მოსაზრება, რომ პრეზიდენტის პოსტზე მასიმო მორატის დატოვების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ კლუბის ახალ პრეზიდენტად ერიკ ტოჰირი აირჩიეს, ხოლო მორატის წილად საპატიო პრეზიდენტის წოდება ხვდა.

მასიმო მორატი “ინტერის” მესაკუთრე 1995-2013 წლებში იყო. ამ დროის განმავლობაში, მან გუნდის ტრანსფერებს დაახლოებით 600 მილიონი ევრო მოახმარა. მორატის პრეზიდენტობის დროს “ინტერმა” 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ მოსფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ერთხელაც უეფას თასი მოიგო.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:41 | 09.03.2016
BIANCONEROO (124)

სალაჰს და ჯეკოს დააფსას ფეხებზე ტოტიმ თორე დასტოვებდა ზიზუ პოსტს )

16:18 | 09.03.2016
CR7NOLE (15561)

შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება

13:19 | 09.03.2016
CR7NOLE (15561)

შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება

13:47 | 09.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

აბაა ბიჭო მარა ძაან მეეჭვება

12:02 | 09.03.2016
BEERTRANCE (97819)

ბევრი მომენტი გაანიავეს, გუშინდელ თამაშში ეპატიებათ მარა ...

12:06 | 09.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

კი, ძალიან ბევრი. 38 დარტყმა ჰქონდათ კარისკენ

11:56 | 09.03.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:20 | 09.03.2016
datio (885)

ჩემპიონატში უშანსოდ, თასიდან გამოშვებული ... დაისვენეთ და ელოდეთ კენჭისყრას

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06595