ფეხბურთი

22:47 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “დორტმუნდმა” მხითარიანი შეიძინა

24 წლის სომეხი შემტევი ნახევარმცველის, ჰენრიკ მხითარიანის “დორტმუნდში” ტრანსფერი დასრულებულია. UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელებმა “შახტარის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ შეიძინეს და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

მხითარიანი დონეცკის “შახტარში” 2010-13 წლებში თამაშობდა. ამ 3 წლის განმავლობაში, მან უკრაინული გუნდის მაისურით 103 თამაში ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა. “შახტართან” ერთად, მხითარიანმა სამ-სამჯერ უკრაინის ჩემპიონატი და თასი, ხოლო ერთხელ სუპერთასი მოიგო.

0.120731