ფეხბურთი

23:03 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ჩელსიმ” მარინი “ფიორენტინაში” გაანათხოვრა

“ჩელსის” გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მარკო მარინი, მომდევნო სეზონში, “ფიორენტინაში” ითამაშებს. 25 წლის ფეხბურთელის არენდა ლონდონურმა კლუბმა უკვე დაადასტურა.

მარკო მარინი “ჩელსიში” 2012 წელს, “ვერდერიდან” გადავიდა. პირველ სეზონში, ლონდონურ გუნდში მან მხოლოდ 15 თამაში ჩაატარა. გასულ ზაფხულში მარინი “სევილიაში” გაანათხოვრეს, რომლის მაისურიც მან 30-ჯერ მოირგო.

0.11583