ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლუის ფელიპე სკოლარიმ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ადგილობრივ პრესაში დაიწერა, რომ სკოლარისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დათხოვნა უკვე გადაწყვეტილი იყო. დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
“ლუის ფელიპე სკოლარი და მისი სამწვრთნელო შტაბი გათავისუფლებულები არიან. გვსურს, ამ ხალხს, გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადავუხადოთ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ნაკრებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.” – ვკითხულობთ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში გერმანიასთან შერცხვა (1:7), რასაც მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ჰოლანდიასთან განადგურება (0:3) მოჰყვა.