ეპანური საკალათბურთო კლუბი “კახა ლაბორალი” სენსაციური ტრანსფერის ავტორი გახდა. პირენეელებმა ორთვიანი კონტრაქტი გააფორმეს ამერიკელ ფორვარდ ლამარ ოდომთან და შესაძლოა, იგი პირენეებზე სეზონის ბოლომდეც დარჩეს.
გასულ სეზონში ოდომი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) “ლოს ანჟელეს კლიპერსის” ღირსებას იცავდა და 82 მატჩი ჩაატარა. ლამარი ორჯერ სასტარტო ხუთეულში იყო, მისი საშუალო მონაგარი კი 4.0 ქულა, 5.9 მოხსნა და 1.7 პასი იყო.
მიმდინარე სეზონის წინ კალიფორნიელებმა ოდომთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს, რისი მიზეზიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები გახლდათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლამარ ესპანეთში კარგი კოკაინი იყიდება ლამარ
))))))))) ამერიკულს არ გავს
)
ეს ის ოდომი აღარ არის, ლეიკერსში რაც გვახსოვს. უკვე ასაკშია საკმაოდ და საცაა თამაშსაც დაანებებს თავს.
ლეიკერსამდე კლიპერსში თამაშობდა მაგრად. კაი კალათბურთელი იყო ერთ დროს.
კი, ნამდვილად კარგი იყო, მარა უკვე აშკარა რეგრესი აქვს თამაშში.
კარგი კალათბურთელია ეს,ტავის დროზე ლეიკერსშიც კარგად თამაშობდა, გააძლიერებს "ლაბორალს"...