სხვა

16:40 | 17.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოდიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ანა ოდიშვილმა, რომელიც თერთმეტ-თორმეტწლიანთა შორის ინდივიდუალურ ხტომებში გამოდიოდა, მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.
ოდიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 33.000 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და რუს ვიქტორია კარაშჩანს 0.300 ქულით ჩამორჩა, ფინალში კი ვარჯიში უნაკლოდ შეასრულა და 35.000 ქულით პირველ საფეხურზე გავიდა.
გამარჯვებულს 1.900 ქულით ჩამორჩა ამერიკელი მეგი გალაჰერი, რომელსაც ვერცხლის მედალი ერგო, კარაშჩანი კი 33.000 ქულით ბრინჯაოს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ ოდიშვილმა შარშანდელ მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალურ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა, სინქრონულში კი თეონა ჯანჯღავასთან ერთად ფინალში იასპარეზა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094072