“სენტ-ეტიენის” ერთ-ერთი ლიდერის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის აგენტი ადასტურებს, რომ მისი კლიენტის შეძენის სურვილს, უკვე დიდი ხანია, მილანის “ინტერი” გამოთქვამს.
“ინტერი” ობამეიანგის სამსახურით დაინტერესებულია. მილანელები მას მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებიან. თუმცა, აქვე ვაცხადებ, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, არცერთ კლუბთან კონტაქტი არ გვქონია.
მაისის ბოლოს რამდენიმე სატელეფონო ზარს ველოდები. ამ დროისთვის გავიგებთ, როგორი იქნება ობამეიანგის მომავალი.” – ციტირებს ფრანიო ვრანიკოვიჩის სიტყვებს Football Italia.
საფრანგეთის ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, 23 წლის ობამეიანგმა 34 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში, ის მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩამორჩება.