“ბორუსიას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი მომავალ სეზონსაც დორტმუნდულ კლუბში გაატარებს. ამის შესახებ განცხადება “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გააკეთა.
შეგახსენებთ, 24 წლის ფრანგის გადაბირებით რამდენიმე იტალიური კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ საქმე ტრანსფერამდე ვერ მიიყვანეს.
“რატომ უნდა გავყიდოთ ფეხბურთელი, რომელიც ჩვენც გვჭირდება. ობამეიანგს “ბორუსიასთან” კონტრაქტი აქვს და მის გაწყვეტაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ” – უთხრა ცორკმა ჟურნალისტებს.
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გერმანიის ჩემპიონატში 32 თამაში ჩაატარა და თავი 13 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.