ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, რომელსაც ბულგარეთის ქლაქი სამოკოვი მასპინძლობს, საქართველოს ნაკრებს მე-3 ოქროს მედლის მოპოვება შეეძლო, მაგრამ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსპარეზე გიორგი ნოზაძე, რომელიც რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ მაგომედოვთან დამარცხდა, ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები ოთარ კაიდარაშვილმა (55კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მოუტანეს.
როლანდ ლაბუჩიძე







