"დალას მავერიქსის" მეპატრონემ მარკ კიუბანმა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ დირკ ნოვიცკის 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მისცა. ამის შესახებ გერმანული Bild-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, გერმანელმა კალათბურთელმა ევრობასკეტზე ბოლოს 2011 წელს ითამაშა. NBA-ის 2013/14 წლების რეგულარულ სეზონში "დალასის" ლიდერმა 80 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 21.7 ქულა, 6.2 მოხსნა და 2.7 პასი გახლდათ.
გიორგი ბალახაძე