მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მშვენიერ სპორტულ ფორმაში იმყოფება და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა დუბაის ტურნირის პირველ წრეში, დაამარცხა რა თანამემამულე ვიქტორ ტროიცკი 69 წუთში 6:1, 6:4.
მთელი შეხვედრის განმავლობაში "ნოლეს" ანგარიშზე 4 "ბრეიკი", 1 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა გახლდათ, მისმა მეტოქემ კი ერთადერთი ბრეიკპოინტი მოგებულ გეიმად გარდასახა (მეორე სეტში 3:4-ზე), ჩააწოდა 6 ეისი და 1 ორმაგიც დაუშვა. ეს დაპირისპირება სერბ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ისტორიაში რიგით მე-14 გახლდათ და წინ ნოვაკია - 13:1.
ტურნირის მეორე წრეში ჯოკოვიჩი ესპანელ რობერტო ბაუტისტას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად გამოთიშა ასპარეზობას ძალზედ ნიჭიერი ახალგაზრდა ბელგიელი დავიდ გოფინი.