მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აკაპულკოში რაფაელ ნადალის გამარჯვებას კომენტარი გაუკეთა.
"ბოლო წლების განმავლობაში რაფაელ ნადალი თავის კრიტიკოსებს მუდამ წარმატებით ადუმებს. იგი ძალიან ბევრს შრომობს, რის შედეგადაც დაუჯერებლად მაღალ შედეგებს აჩვენებს. სიმართლე გითხრათ, აკაპულკოს ფინალში ველოდებოდი, რომ ფერერი გაცილებით დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა რაფას, მაგრამ მეორე მხრივ, არც გამკვირვებია ეს რეზულტატიც, რადგან ყველას კარგად მოგვეხსენება, როგორი ძლიერია ნადალი გრუნტოვან საფარზე.
დიახ, მან შვიდი თვე გამოტოვა, მაგრამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ესპანელი თავისთვის საყვარელ საფარზე დაბრუნდა და ცდილობს, თვითრწმენა დაიბრუნოს. ყოველთვის მივესალმები ATP Tour-ში მის დაბრუნებას, რადგან რაფა ძლიერი ოპონენტი და პოპოლარული სპორტსმენია".