ჩოგბურთი

21:50 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალშია

 

მსოფლიოს მეორე ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ჯოკოვიჩმა ტურნირის მასპინძლების ბოლო იმედი ჟო-ვილფრიდ ცონგა საათ-ნახევარში იოლად 6:1, 6:4, 6:1 დაამარცხა.

სერბმა ჩოგბურთელმა 9 ბრეიკის შესაძლებლობიდან 7 გამოიყენა (78%), ხოლო ცონგამ 2-დან ერთი (50%). ტურნირზე მეცამეტე ნომრად განთესილმა ფრანგმა მეტოქისგან განსხვავებით 20-ჯერ მეტი შეცდომა დაუშვა: 38 - 18. ერთადერთი დადებით ბალანსი ცონგას ეისებში ჰქონდა: 5 - 1.

27 წლის სერბმა ცონგასთან პირად შეხვედრებში ანგარიში უფრო გაზარდა 13:6. დღევანდელი მეტოქეები 2013 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ფრანგმა ჩოგბურთელმა დავიდ ფერერთან მატჩი უშანსოდ დათმო 1:6, 6:7, 2:6, ხოლო რაფა ნადალმა ჯოკოვიჩი დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 3:6, 6:1, 6:7, 9:7 დაამარცხა.

"როლან გაროსის" ერთ-ერთი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც ესპანელი მარსელ გრანოლერსი იოლად 6:3, 6:3, 6:3 დაამარცხა.

გიორგი ბალახაძე

0.129358