ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო 3 გათამაშების ჩემპიონი, 26 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი (სულ წლის პირველი სადიდსლემო შეჯიბრება ოთხჯერ აქვს მოგებული) წლევანდელი გათამაშების მესამე წრეში არგენტინელი ფლორიან მაიერის 6:0, 6:4, 6:4 ძლევის შემდეგ გავიდა. რეიტინგსიის სერბი მეორე ნომრის მომდევნო მოწინააღმდეგე უზბეკეთის სახელით მოთამაშე დენის ისტომინია. მაიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯოკოვიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- რას გვეტყვით ლეონარდო მაიერთან ჩატარებულ შეხვედრაზე?
- მოხარული ვარ, სწრაფად რომ მოვიგე. დიდი სლემის ტურნირი ხანგრძლივი, მომქანცველი საასპარეზო მარათონია. შაწყის ეტაპებზე ნებისმიერი ზედმეტად ჩატარებული სეტი დასკვნით მატჩებში უარყოფითად მოქმედებს. თამაში დამაჯერებლად დავიწყე. ასეთ სიცხეში ნაკლები სათამაშო დროის დახარჯვა მნიშვნელოვანია. მაიერმა თანდათან უმატა, განსაკუთრებით მესამე პარტიაში, მაგრამ კარგად ვაწოდებდი და მთლიანობაში კორტზე მიმდინარე სიტუაციას ვაკონტროლებდი. საკუთარი შანსი სათანადოდ გამოვიყენე. პრინციპში მეორე წრეში უკეთ ვითამაშე, ვიდრე სასტარტო სტადიაზე.
- ხუთშაბათს სინოპტიკოსები მელბურნში 44 გრადუსს ვარაუდობენ. რამდენად მზად ხართ ასეთ გამთანგველ სიცხეში საასპარეზოდ?
- დროთა განმავლობაში უფრო მოწიფულ მოთამაშედ და ადამიანად ჩამოვყალიბდი. მაღალ დონეზე მრავალწლიანმა ასპარეზობამ შესაფერისი გამოცდილება შემძინა. სადღეისოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სათანადოდ ვარ მზად. ყველაფერი ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ პირობებში თამაშზე, როგორიც ამჟამად მელბურნშია. ვფიქრობ, უჰაერობასა და სიცხეს დავძლევ. ბურთის ხანგრძლივი გათამაშებების დროს საკმაოდ მიჭირს, მაგრამ უფრო ეფექტურად ვთამაშობ, ვიდრე უწინ და მატჩის მსვლელობისას ძალის აღდგენასაც ვახერხებ. 2009 წელს ენდი როდიკთან მატჩი ვერ დავასრულე. ამჯერად ამგვარი რამ გამორიცხულია.
- თქვენი სპორტული ცხოვრების საუკეთესო ნაწილი ავსტრალიის ღია პირველობას უკავშირდება?
- საერთოდ, საკუთარ თავზე ნაკლებად ვსაუბრობ. დაე, ნოვაკ ჯოკოვიჩზე სხვებმა ილაპარაკონ. ჩემი აზრით, გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს კარგად შეუძლიათ შეაფასონ, რას წარმოვადგენ კორტსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველთვის მახსოვს საკუთარი ფესვები, არასდროს ვივიწყებ, საიდან მოვდივარ. 4-5 წლიდან ჩოგბურთს ვთამაშობ და ყოველთვის მწვერვალზე აბობღებაზე ვოცნებობდი. წარმატებაც თავისთავად არ მოსულა – რასაც მივაღწიე მრავალწლიანი დაძაბული, შეუპოვარი შრომის ნაყოფია. გარჯასთან გაჯერებული ტრიუმფი ჩემი ცხოვრების სტილი, მისი შემადგენელი საუკეთესო ნაწილია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი კუზი
რა არის სატიას წერე გეზარებათ < არ შეგიძლიათ როცა დამთავრდება თამაშები შეჯამება გააკეთო ერთი დიდი სტატიიით, ან რამდენჯერ ნადლამა პრესნკონფერნცია გამრთა ვერ თარგმენთ? რა ჭირი ჭირს ამ საიტს?
საგოლ გაბაშვილს მარა ტეხავს რუსეთის სახელით რო გამოდი. თუ მოუგო ფედიასაც
დაგლილი იქნება მაგარი
სამ სეტში დაადებს ფედია
როჯერი გულაობს დღეს კავჩიჩითან
DD
ამან რას ვერ უნდა გაუძლოს ისეთი დიხანია აქ სხვა რომ პირველ სეტში იღლება ნოლე ეგრე მეხუთე სეტში იღლება
მარა როჯერრრრრ მიდიიიი შე ბებეროოოოო
კაია ნოვაკ დღეს შენი ბულკის თანამემამულე გავუშვით სახლში,შემდეგი გაჩერება ისტომინია,მაგის სისხლი უნდა დამანახო კორტზე იცოდე არ მაინტერესებს !

ჩახადე კუზი ამას...ბოლო+ბოლო ხომ უნდა მოუგოDDDDDDDD
შენ პირს შაქარი
ისე ცხოვრებაში ბევრი კაცური საქციელები.კი იცი ხშირად...მარა კორტზე ვერ ვიტან ცინიკობა და მარიაჟობა რომ იცი....
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კუზიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
IDDDDDDDD