ჭადრაკი

15:26 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნონას თასზე” პეტროსიანი დაწინაურდა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე “ნონას თასის” გათამაშებას 6 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. იგი სომეხი ტიგრან პეტროსიანი (2338) გახლავთ, რომლის აქტივშიც 5.5 ქულაა.

პეტროსიანს 0.5 ქულით 8 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთაგან 7 ქართველია: მერაბ გაგუნაშვილი (2585), გიგა ყუფარაძე (2503), ლევან ფანცულაია (2596), შოთა აზალაძე (2491), ლუკა პაიჭაძე (2553), ნიკოლოზ შავთვალაძე (2385) და ნინო ხურციძე (2460).

მე-8 ტურში პეტროსიანი გაგუნაშვილს ეთამაშება, ფანცულაია – ხურციძეს, პაიჭაძე – აზალაძეს, ჩიბუხჩიანი (სომხეთი, 2454) – ყუფარაძეს, ხოლო შავთვალაძე პირველი რეიტინგის მქონე ოლეგ კორნეევს (ესპანეთი, 2621).

ცნობისთვის, ტურნირში სულ 162 მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელთაგან 118 ქართველია. “ნონას თასი” 9 ტურად მიმდინარეობს და 17 სექტემბერს დასრულდება. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 35 ათასი ლარია, საიდანაც ვაჟებში საუკეთესო 5 ათასს მიიღებს, ქალებში გამარჯვებული კი 3 ათასით დაჯილდოვდება.

0.116123