ჭადრაკი

1:25 | 20.09.2014 | ნანახია 3787 - ჯერ

“ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონია!

ქართულმა საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო ვადაზე ადრე მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმეს და ბოლო ტურის წინ უახლოეს კონკურენტ 3 ქულით უსწრებენ, რაც ჩემპიონობის ტოლფასია.

მე-7 ტურში “ნონამ” ებრაული “რიშონ ლეციონი” 4:0 გაანადგურა. პარტიები ნანა ძაგნიძემ (2566), ბელა ხოტენაშვილმა (2507), სალომე მელიამ (2464) და ნინო ბაციაშვილმა (2426) მოიგეს.

შედეგად, ქართველმა მოჭადრაკეებმა 12 ქულა მოაგროვეს, მათი უახლოესი მდევარი კი რუსული “ნაშე ნასლედიეა”, რომელმაც ებრაულსავე “ჰერცლიას” ასევე 4:0 სძლია და 9 ქულა მოაგროვა. მე-3 ადგილზე ტურნირზე რეიტინგ-ფავორიტი “მონტე-კარლოა” 8 ქულით.

დასკვნით ტურში “ნონა” სწორედ “ნაშე ნასლედიეს” გაეჯიბრება. 


კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:42 | 23.09.2014
პანტელეიმონი (4347)

ძალიან სასიხარულო ფაქტია, წარმატებები "ნონა"-ს.

არ დაგვავიწყდეს - მაია.

09:19 | 21.09.2014
zuri7777 (3)

გილოცავტ

21:03 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

2.5-1.5 მოიგო და 7-დან 7. ყოჩაღ გოგონებს. კიდევ მრავალი წარმატება მიგველოცოს მათთვის.

20:57 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

ბელამ ყაიმი გააფორმა და ბოლო პარტიაც მოვიგეთ. სანაქებო შედეგია.

20:52 | 20.09.2014
ocneba2 (323)

ბელას ყაიმით გუნდმა მატჩი მოიგო!7-დან 7 !

19:29 | 20.09.2014
ocneba2 (323)

დანარჩენები შავით არიან

20:39 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

კი, ნუ მინიმუმ ფრე გვაქვს

19:26 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

მელიამაც მოიგო.

19:22 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

ძაგნიძემ უკვე მოიგო, მელიაც ახლოსაა მოგებასთან, და დანარჩენებიც ჯერჯერობით ფრე ჩანს. მაქსიმუმი შედეგით ვიგებთ )))

18:21 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

ძაგნიძეს და მელიას უპირატესობა გამოიკვეთა უკვე, ამასაც მოიგებენ მგონი.

14:32 | 20.09.2014
ocneba2 (323)

ქალთა კი,კაცებს კი ხედავ!ფინანსები წყვეტს ყველაფერს-არის ფინანსები ითამაშებ ევროპის თასს,არაა და არც იფიქრო

14:27 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

ისე რა მაინტერესებს, დავიჯერო ასე ცოტა საჭადრაკო კლუბია ევროპაში?

13:41 | 20.09.2014
ocneba2 (323)

ხოდა ეგ აწყობილი სისტემა ვინ უნდა მოითხოვოს?მოქმედმა მოჭადრაკემ.ესაა ზოგადიც და კონკრეტულიც.სისტემა გასამართია.გეთანხმები

13:34 | 20.09.2014
mikamika (1780)

ocneba2
მართალი გითხრა შენი კომენტარი ვერ გავიგე, რადგანაც მაინცდამაინც არც საჭადრაკო ნიუანსებში და მითუმეტეს არც მის კულუარებში არ ვარ ჩახედული. როგორც მივხვდი, შენ რაღაც ან ვიღაც კონკრეტული გაქვს მხედველობაში. მე უფრო ზოგადად ვსაუბრობ პრობლემების მოგვარებაზე და არა იმაზე კონკრეტული ვიღაც როგორ იქცევა. სისტემა რომ აეწყობა ყველას მოუწევს დამორჩილება, თუ არადა მაშინ დაუმორჩილებლები თამაშგარეში დარჩებიან და მათ სხვები შეცვლიან და ეს სხვები ძალიან ბევრი იქნება, მთელი არმია, თუნდაც ჩემი შვილების ჩათლით, რადგანაც აწყობილი სისტემის ნაწილად ყოფნა ბევრს სურს!

13:23 | 20.09.2014
ocneba2 (323)

mikamika (883)
ჩვენი ხმა და კომენტარი ძლიერია თუ მოჭადრაკის არა ან კი?როდესაც ერთ ტურნირში ყველა ასაკის პრიზებია ცალკ-ცალკე,როცა ბოლო-ბოლო ნონას თასს ოპენს აკეთებ და არა ქალების ტურნირს საერთაშორისოს ვინ უნდა ამოიღოს ხმა?მოჭადრაკე უნდა იყოს საკუთარი მეს და სიტყვის დამცავი-სულ ესაა.ახლა გინდა იქით ჩათვალე და გინდა აქეთ ჩემი აზრი

13:05 | 20.09.2014
mikamika (1780)

საწყენად არ გეუბნები, უბრალოდ შენს ლოგიკას სხვა გამართლება არ აქვს.

13:04 | 20.09.2014
mikamika (1780)

ocneba2
გონივრული ეჭვი მაქვს, შენ ობიექტური და მოქმედი ფედერაციისთვის მთლად უცხო არ უნდა იყო.

12:22 | 20.09.2014
sul2 (1775)

მივულოცავ გოგონებს, მოუმატეს ძალიან ბოლო დროს ქართველებმა, განსაკუთრებით ნანამ და მონატრებულ მსოფლიო ჩემპიონობას ვითხოვ მისგან აუცილებლად...

12:16 | 20.09.2014
ocneba2 (323)

mikamika (881)
არის საკითხები,რომლებიც მხოლოდ მოქმედმა მოჭადრაკეებმა უნდა მოაგვარონ!

11:33 | 20.09.2014
Kala94 (6114)

გილოცავთ ! ბრავო გოგოებო !

11:20 | 20.09.2014
mikamika (1780)

"მისი შენიშვნები გაითვალისწინონ" უნდა დამეწერა ბოლოში.

11:18 | 20.09.2014
mikamika (1780)

ocneba2
ხო, მაგრამ, ხელი თუ არ შეუწყვე და პრაქტიკა არ ექნათ საკმარისი, ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებენ ჭ კლასის ტურნირებში წელიწადში 1-2-ჯერ მონაწილეობით. გუნდს რომ შეუქმნი და მეტი საქმე და შემოსავალი გაუჩნდება, არსებულიც უკეთ ათამაშდება და ზურგს უკან კონკურენტებიც მოუმრავლდება, როცა სხვაც ნახავს, რომ ამ საქმიდან შემოსავლის მიღება შეიძლება. საქმე ასე კეთდება საერთოდ და ფედერაციაში როგორ იციან ეგ ვერ გავიგე. ჭადრაკის და კალათბურთის ფედერაციას ვამგვანებ ერთმანეთს ძალიან, სადაც თითქმის ყველაფერი ტრადიციებზე და სპორტსმენთა ინდივიდუალურ სიძლიერეზეა დაფუძნებული და თითქმის არანაირი ხელშეწყობა ფედერაციიდან. კრიტიკაზეც კი აცრილები არიან და გურიელი საქმეებს ურჩევს ჟურნალისტს. მარტო მაგის გამო უნდა გასვა გარეთ ეგ გამკითხავი რომ იყოს ვინმე რამის მაგ ფედერაციაში. ნებისმიერ საქმეში უკმაყოფილო ადმაინაი თუ შენი მტერი არ არის შენი ლამის საუკეთესო თანამოაზრეა, რადგანაც სარკის როლს ასრულებს. ამათთვის კიდევ მტერთან იგივდება და ყველაფერს აკეთებენ იმის გარდა, რომ მისი შენიშვნები გაითვალისწინებენ, მხოლოდ იქით შეტევა და თავის მართლება აქვთ არსენალში, სამწუხაროდ.

10:38 | 20.09.2014
chelidze (5010)

გოგოებო გილოცავთ!
კიდევ მრავალჯერ გესახელოთ სამშობლო

10:38 | 20.09.2014
ocneba2 (323)

mikamika (879)
კაცებმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ თავისი ადგილით ელიტაში ბადური ჯობავას გარდა ყველამ,თუნდაც ისე როგორც ნანა ძაგნიძე,ბელა ხოტენაშვილი,სალომე მელია,ლელა ჯავახიშვილი ამტკიცებენ რომ ისინი ქალთა საჭადრაკო ელიტას მიეკუთვნებიან!აი გოგონებს დღეს უკვე შეუძლიათ მოითხოვონ უფრო მეტი დაფასება და ყურადღება!

10:24 | 20.09.2014
mikamika (1780)

ვულოცავ გოგონებს! ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, თან ასეთ გაჭირვებაში, როცა ჰაერივით გვჭირდება.
ocneba2 მართალია! თუ გვინდა რომ მაგალითად ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს, მას, ჯობავას და სხვა ძლიერ მოჭადრაკეებს ჭადრაკის გარდა სხვა არაფერზე ფიქრი არ უნდა უწევდეთ. ანუ შემოსავალი უნდა იყოს საკმარისი, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების პრობლემები არ აწუხებდეთ. ეხლა ამ გამარჯვებაში ჩემი აზრით მინიმუმ 20-20 ათასი ლარი ეკუთვნით, თუ მეტი არა.
და კიდევ: ფედერაციას: მოიზიდეთ თანხები და შექმენით ვაჟების გუნდიც!
თუ რამდენიმე ასეული ათასის მოზიდვა არ შეგიძლიათ, წადით და სხვები მოიზიდავენ! მით უმეტეს, რომ ჩვენი ჭადრაკი მსოფლიოშია სახელგანთქმული და სახსრების ძებნის არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება.

09:58 | 20.09.2014
ocneba2 (323)

აბა ხელისუფლებავ,აბა აჭარა გაიკარით ჯიბეს ხელი გოგონების შრომას სათანადო დაფასებაც უნდა!

14:26 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

> არაა ჩემი მტერი

09:44 | 20.09.2014
shalvinio (1505)

ყოჩაღ გოგოებო, სულით და გულით გილოცავთ.

09:38 | 20.09.2014
3 სავანელი (1199)

გილოცავთ გოგონებო!

08:33 | 20.09.2014
ირაკლი1986 (2288)

ყოცაღ გოგონებო გილოცავთ წარმატებები

02:14 | 20.09.2014
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ, ისე ურიგო არ იქნება ბოლო ტურშიც თუ მოიგებენ, მარა მთავარი საქმე გაკეთებულია

01:43 | 20.09.2014
man united20 (1478)

მალადეც

01:41 | 20.09.2014
RCD ESPANYOL DE BARCELONA (254)

stripslashes((strlen('http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

0.127113