ფეხბურთი

19:55 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოლიტომ “სელტასთან” გაახანგრძლივა

ვიგოს “სელტას” 27 წლის თავდამსხმელმა, ნოლიტომ კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბოლო დროს, ნოლიტოს სახელს არაერთ ევროპულ კლუბს უკავშირებდნენ. მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო იყო და ბუნებრივია, ვიგოელებმა ფეხბურთელის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყეს. შედეგად, ნოლიტომ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ნოლიტო “სელტაში” 2013 წლიდან თამაშობს. ვიგოელთა შემადგელობაში ჩატარებულ 32 მატჩში მან 12 გოლი გაიტანა.

0.128607