რეიტინგსიის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პეკინში დაწყებულ China Open-ზე დამაჯერებელი სტარტი აიღო. 27 წლის სერბმა კლასიფიკაციაში 38-ე ადგილზე მყოფ ესპანელ გილერმო გარსია-ლოპესს 6:2, 6:1 მოუგო და მერვედფინალში გავიდა.
მატჩი საათსა და 3 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩის ანგარიშზე 6 ბრეიკი და ერთიც ეისია. “ნოლე” მეშვიდედ შეხვდა გარსია-ლოპესს და მეშვიდედაც მოახერხა პირენელის დამარცხება. მეოთხედფინალში გასასვლელად ჯოკოვიჩი კანადელ ვაშეკ პოსპიშილს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ჩინეთის დედაქალაქის ტურნირის სტარტზე ჩეხ ლუკაშ როსოლს სძლია.