ჩოგბურთი

11:01 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნოლეს” და სერენას იოლი მოგებები

 ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო 3 გათამაშების ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი ტურნირის მესამე წრეში დამაჯერებელი, სამსეტიანი მოგების შემდეგ გავიდა. რეიტინგსიის მეორე ნომერმა სერბმა 26 წლის არგენტინელ ლეონარდო მაიერს შანსი არ დაუტოვა 6:0, 6:4, 6:4 და მერვედფინალში გასასვლელად უზბეკეთის სახელით მოთამაშე დენის ისტომინს შეხვდება.

მაიერთან კორტზე “ურთიერთობის გარკვევას” “ნოლემ” საათი და 47 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ბალკანელმა 5 ბრეიკი და 12 ეისი შეასრულა.

იოლად გააღწია მესამე წრეში ქალთა კლასიფიკაციის ლიდერმა სერენა უილიამსმა. 32 წლის ამერიკელმა ფავორიტმა სერბ ვესნა დოლონცს მხოლოდ 3 გეიმი “დაუთმო” 6:1, 6:2. ამ მოგებით უილიამს-უმცროსმა ლეგენდარული ავსტრალიელის მარგარეტ კორტის რეკორდი გაიმეორა. სერენამ ღია ეპოქაში ავსტრალიის ღია პირველობაზე 60-ე მოგება იზეიმა და მარგარეტს დაეწია.

0.126017