რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში სამსეტიან ორთაბრძოლაში კორტის მასპინძელ სემ კუერის დამარცხების შემდეგ გავიდა - 6:3, 6:2, 6:2. მატჩი დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა, “ნოლეს” მომდევნო მეტოქე კი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერია. ალემანმა ჯონ იზნერს მოუგო, მიუხედავად იმისა, შეხვედრის მსვლელობისას ამერიკელმა 42 ეისი რომ შეასრულა.
“მოკლედ როგორ შემიძლია დავახასიათო საკუთარი თამაში? შემიძლია ვთქვა, რომ ნიუ იორკში ჩემ საუკეთესო ჩოგბურთს ვთამაშობ. ტორონტოსა და ცინცინატიში ასეთ კარგ ფორმაში არ ვყოფილვარ. უპირველესად ემოციურად არ ვიყავი მზად. ისე კი, ცინცინატის შეჯიბრებაზე ადრეულ სტადიაზე განცდილმა მარცხმა აშშ-ის ღია პირველობისთვის უკეთ მომზაების საშუალება მომცა”, - აცხადებს ჯოკოვიჩი.









