უიმბლდონის 2011 წლის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი გათამაშების მეორე ეტაპზე სამსეტიანი შეხვედრის შემდეგ გავიდა. 26 წლის სერბმა სასტარტო მატჩში მასზე 5 წლით უფროს გერმანელ ფლორიან მაიერს (სადღეისოდ რეიტინგსიაში 34-ეა) 6:3, 7:5, 6:4 მოუგო.
სერბულ-გერმანული დაპირისპირება თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა სამივე სეტში მოწინააღმდეგის თითო მოწოდება აიღო, ამასთან 5 ეისიც განახორციელა. მომდევნო წრეში “ნოლე” ამერიკელს შეხვდება, ოღონდ რომელს – ბობი რეინოლდსს თუ სტივ ჯონსონს, ამას ამ ჩოგბურთელების შეხვედრა გაარკვევს.