ლონდონის “ვესტ ჰემის” კაპიტანი კევინ ნოლანი მოედნიდან ხშირი გაძევების გამო დასაჯეს. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.
განვლილი ოთხი მატჩის განმავლობაში ნოლანი მოედნიდან ორჯერ გააძევეს, რაც კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს არ მოეწონა. ამის გამო, მას ორი კვირის ხელფასი დაუქვითეს, რაც 100000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ნოლანმა “ვესტ ჰემში” 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.