ფეხბურთი

19:49 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: “შალკეს” გამო საერთოდ არ ვწუხვარ”

“ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერი მიუნხენელთა მიერ თავისი ყოფილი გუნდის, “შალკეს” განადგურების შემდეგ აცხადებს, რომ გელზენრკიხენელებზე გული საერთოდ არ შესტკივა.

“შალკეს” გამო საერთოდ არ ვწუხვარ. “ბაიერნის” ფეხბურთელი ვარ და ბუნებრივია, ყოველთვის მოგებაზე ვფიქრობ. პროფესიონალი ვარ და საკუთარ სამუშაოს სრული სერიოზულობით ვეკიდები.

ჩემთვის სულ ერთი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, 5 ან 6 ბურთის სხვაობით რომ მოგვეგო.” – ციტირებს ნოიერის სიტყვებს თძ-Oნლინე.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ბაიერნმა” გელზენკირხენში 4:0 იმარჯვა. რაც შეეხება ნოიერს, ის “შალკეს” სკოლის აღზრდილია და ამ კლუბის პირველ გუნდში 2006-2011 წლებში თამაშობდა.

0.113316